ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი ირაკლი ოქრუაშვილი ადვოკატის, მამუკა ბასილაშვილის სასამართლოში გამოუცხადებლობა გახდა.

როგორც მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ განაცხადა, ადვოკატმა სასამართლოს გუშინ განცხადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც, მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. მოსამართლის განმარტებითვე, უცნობია, თუ როდის შეძლებს აღნიშნული ადვოკატი სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც, ირაკლი ოქრუაშვილს იმავე ბიუროდან სავალდებულო წესით სხვა ადვოკატი დაენიშნება.

რაც შეეხება თავად ირაკლი ოქრუაშვილს, ის არც ამჯერად გამოცხადებულა სხდომაზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი კვლავ აცხადებს, რომ მას არ სურს პროცესებზე დასწრება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, პარლამენტთან 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა