მაია ბითაძე - ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად ჩანაცვლების შემდეგ მგზავრობის საფასური არ შეიცვლება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში მაია ბითაძემ განაცხადა, მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური პროექტების სუბსიდირებას მომავალშიც გააგრძელებს.

“ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არ იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასის მატება. სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს სუბსიდირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ კაპიტალურ ინვესტიციას ვახორციელებთ და მომავალ წელსაც განვახორციელებთ. სახელმწიფო ასუბსიდირებს როგორც მეტროს, ასევე ავტობუსებს 70-დან 90 მილიონ ლარამდე ყოველწლიურად. ყველა შეღავათი მომავალშიც შენარჩუნდება და საზოგადოებრივი ტრასპორტის საფასურის გაზრდა დღის წესრიგში არ დგას მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდ კაპიტალურ დანახარჯებს მოითხოვს, მაგრამ ეს სახელმწიფოს გასაკეთებელია“, - განაცხადა ბითაძემ.

როგორც ბითაძე განმარტავს, გადახდის ერთიან სისტემის ამოქმედების შემდეგ მგზავრობის საფასური იმის მიხედვით დაანგარიშდება, რა კომბინაციას აირჩევს მგზავრი. მისივე თქმით, მგზავრობისას საათნახევრიანი საშეღავათო პირობები ისევ შენარჩუნდება.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

იხილეთ ვიდეო

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა