აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა

ტრანსნაციონალური თანამშრომლობა, საერთაშორისო მართლმსაჯულება, კორუფცია და ფულის გათეთრება იყო ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ განსახილველი ძირითადი საკითხები საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპზე ,,საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები”, რომელიც მაქს-პლანკის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუსისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

ვორკშოპის მონაწილეები, მოხსნებების შემდეგ შეთანხმდნენ შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს და წარმოადგენს შესაბამის დასკვნებს.

ვორკშოპის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა მაქს/პლანკის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის საქართველოსთან პარტნიორული თანამშრომლობის პროექტის ხელმძღვანელს, პროფესორ ელიკო წიკლაური-ლამიხს, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარეს (2011-2012წწ.) პროფესორ ანიტა უშაცკას და ზაგრების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მაქსპლანკის ინსტიტუტთან ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელს სუნჯანა როქსადიჩ/ვილდიჩკას საპატიო დოქტორების წოდება მიანიჭა და შესაბამისი დიპლომები გადასცა.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში