თბილისში სამარშრუტო ტაქსები შენარჩუნდება

თბილისში სამარშრუტო ტაქსები შენარჩუნდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, არის ქუჩები, რომლებზეც გაბარიტებიდან გამომდინარე ავტობუსები ვერ იმოძრავებენ და ამიტომაც დედაქალაქში არსებობს საჭიროება, რომ მიკროავტობუსების მოძრაობა არ გაუქმდეს.

„მიკროავტობუსების კომპანია ძალიან კარგად გვეთანამშრომლება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის მიკროავტობუსების გამოცვლასთან დაკავშირებითაც. ერთობლივად აუცილებლად გამოვცვლით ამ მიკროავტობუსებს, რადგან ისინი, როგორც „ბოგდანის“ ავტობუსები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათ არ უნდა იარონ ქალაქში. უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას, რა რაოდენობა რა დროს ჩანაცვლდება. „სისტრამ“ უნდა გვითხრას მიკროავტობუსების რა რაოდენობა გვჭირდება. ვითვლით რა ზომის მიკროავტობუსები უნდა შემოვიდეს, რომელიც 16 ადამიანს იტევს თუ 19 ადამიანს. ცალსახაა, რომ გვჭირდება მიკროავტობუსები, რადგან გვაქვს ქუჩები, სადაც ვერ ივლიან 8-მეტრიანი ავტობუსებიც კი“, - განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, აქამდე არსებობდა ინფორმაცია, რომ თბილისში სამარშრუტო ტაქსები, შესაძლოა, გაუქმებულიყო.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა