ერიკ ჰოგი - ერგნეთში მორიგ ტექნიკურ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ დაფიქსირებულა, თუმცა, მონაწილეები მზად არიან დისკუსიები გააგრძელონ

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი ტექნიკური შეხვედრა დასრულდა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოგის განცხადებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ დაფიქსირებულა.

„ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა, რომელიც წნელისი-ჩორჩანის საკითხთან დაკავშირებით იმართებოდა, ახლახანს დასრულდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ წარმოადგინა მონიტორინგის შედეგები, რომელიც 24/7-ზე ხორციელდება. მნიშვნელოვანი პროგრესი არ დაფიქსირებულა, თუმცა, მონაწილეები მზად არიან განაგრძონ დისკუსიები შემდგომი დეესკალაციისთვის“,- წერს ჰოგი „ტვიტერის“ გვერდზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია