ნიკა მელია - არავის არ აქვს ილუზია, რომ დიმიტრი ხუნდაძე ოდესმე დამოუკიდებლად აკეთებს რაიმე განცხადებას - ეს არის სპექტაკლი და როლები გადანაწილებული აქვთ

არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ დიმიტრი ხუნდაძე ოდესმე დამოუკიდებლად აკეთებს რაიმე განცხადებას. ეს არის სპექტაკლი და როლები გადანაწილებული აქვთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა დილიდან ცდილობს ოპოზიციის პროვოცირებას, რომ სხდომა ჩაიშალოს.

„ახლა ვაკვირდებით უნიჭო მცდელობას, რომ ეს განხილვა გადაიდოს გაურკვეველი დროით. რა თქმა უნდა, ხუნდაძის მიერ გაკეთებული განცხადება ბიძინა ივანიშვილის დავალებაა. არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ხუნდაძე ოდესმე დამოუკიდებლად აკეთებს რაიმე განცხადებას. ეს არის სპექტაკლი და როლები გადანაწილებული აქვთ. დილიდან ჩანს, რომ არანორმალურად აგრესიულები არიან. ცდილობდნენ ოპოზიციის პროვოცირებას, რომ სხდომის ჩაშლა ამა თუ იმ ინციდენტისთვის დაებრალებინათ. 20 ივნისის შემდეგ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ხელშეკრულება დადებულია, რომელიც გულისხმობს პროპორციულ არჩევნებს. დაარღვევს ივანიშვილი ამ შეთანხმებას? ბუნებრივია, შედეგად მიიღებს ძალიან დიდ გულისწყრომას და დემოკრატიული ტალღა ივანიშვილის ხელისუფლებას აუცილებლად წალეკავს. პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა იქნება დამატებითი მღელვარების საფუძველი და დარწმუნებული ვარ, იმაზე მრავალრიცხოვან დემონსტრაციებს იხილავს ივანიშვილი რუსთაველის გამზირზე, ვიდრე მას კოშმარულ სიზმარში წარმოუდგენია,“ - განაცხადა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა