ეკა ბესელია უმრავლესობას - ასე მოქცევა სახიფათოა, ასე თამაში ცეცხლთან თამაშს ჰგავს, ასე მოქცევა ხალხთან არასდროს არავის გასვლია

მინდა ერთი რჩევა მივცე იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვიყავი რამდენიმე თვის წინ, ასე მოქცევა სახიფათოა, ასე თამაში ცეცხლთან თამაშს ჰგავს, ასე მოქცევა ხალხთან არასდროს არავის გასვლია,-ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რითაც ის საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს გამოხმაურა.

ეკა ბესელიას თქმით, მისი ვარაუდი გამართლდა, რომ “ქართული ოცნება” ეძებდა მიზეზს და საბაბს, რომ გადაწყვეტილება არ მიეღო.

“დილით უკვე ინტუიციურად ვგრძნობდი , სურათი იკვეთებოდა, რომ უმრავლესობა ეძებდა მიზეზს და საბაბს, რომ გადაწყვეტილება არ მიეღო. პროცესები ისე წარიმართა, როგორც დღეს ვვარაუდობდი. აშკარად ჩანს, რომ ეს არის გზავნილი, რომლის შესრულება ხდება ძალიან უნიჭოდ და ძალიან ხელოვნურია რომ ხელისმომწერმა დეპუტატებმა ახლა გააცნობიერეს, თურმე რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ახალ სისტემაზე გადასვლა. ხელის მომწერი დეპუტატები რომ ახლა სვამენ კითხვებს მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, ეს მათივე მანდატს შეურაცხყოფს და მათივე მანდატს აყენებს თავდაყირა. როგორც თავის დროზე მოაწერეს ხელი, ეს იყო ერთიანი გადაწყვეტილება, ისე ახლაც, როცა ამ განცხადებებს აკეთებენ, რა თქმა უნდა, ისინი ასრულებენ დავალებებს, ეს სამწუხარო სანახავია”,-აცხადებს ბესელია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა