საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს წელს 20-22 მილიონი ლარი აკლდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს წელს 20-22 მილიონი ლარი აკლდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განუცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, როგორია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტის ათვისება, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დეკემბერში 44 მილიონი ლარი დაიხარჯება საყოველთაო ჯანდაცვაზე, საიდანაც დანაკლისი 22-მილიონ ლარამდე იქნება, რომელიც სხვა პროფიციტული პროგრამების ბიუჯეტიდან შეივსება.

“დეკემბერში გადასარიცხი გვაქვს 44 მილიონი ლარის ოდენობით თანხა, სადაც დაახლოებით 20-22 მილიონი ლარი იქნება დეფიციტი, რომელიც შეივსება ანალოგი პროგრამებიდან, ეს იქნება ვერტიკალური პროგრამები, სადაც გვექნება პროფიციტი, იქიდან მოვახერხებთ გადავსებას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის და წელს ამით დავასრულებთ“, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

კითხვაზე, რას უკავშირდება ყოველწლიურად საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში თანხების დამატების საჭიროება, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „მეტად და მეტად ხდება ხელმწისაწვდომი ჯანდაცვის სერვისები საქართველოში და შესაბამისად ყოველწლიურად არის ნამატი საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტზე“.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში, რომელიც 754 მილიონი ლარია, თანხის დამატება არ მომხდარა. ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის 2020 წლის ბიუჯეტი 754 მილიონი ლარის ოდენობითაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 2013 წლის 28 თებერვალში ამოქმედდა. მიმდინარე წელს პროგრამაში ცვლილებები დაანონსდა. კერძოდ, საუბარია, რომ ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრება მოხდება და სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ვალდებულების იქნებიან, რომ ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.

ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის