ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2019

რატომ ყიდულობენ მასობრივად საქართველოში უძრავ ქონებას რუსები, ირანელები და სომხები

დაგროვებითი საპენსიო სქემიდან "ოცნების“ დეპუტატებიც გადიან

****

რატომ ყიდულობენ მასობრივად საქართველოში უძრავ ქონებას რუსები, ირანელები და სომხები

საქართველოში უძრავი ქონების უცხოელ მყიდველებს შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ. ისინი მასიურად ყიდულობენ საქართველოში უძრავ ქონებას - ბინები, მიწის ნაკვეთები და ა.შ. უცხოელებზე გაყიდული ქონების 40% სწორედ რუსებზე მოდის. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ეს შესაძლოა პროვოკაციის მოწყობის მიზნით გამოიყენოს, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეებსა და მათ მიერ შეძენილ ქონებას საფრთხე ემუქრებათ, შედეგად კი მიმართონ სამხედრო ძალას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ ყიდულობენ მასობრივად საქართველოში უძრავ ქონებას რუსები, ირანელები და სომხები / “თუ რუსეთი ჩათვლის, რომ მათ მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ, შესაძლოა ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესიულ ქმედებას მიმართონ“

„2015 წლიდან 2018 წლამდე, რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოში, უძრავი ქონების 15 ათასზე მეტი ობიექტი დარეგისტრირდა. მეორე ადგილზე ირანის მოქალაქეები არიან 5 500 ობიექტით, მესამე ადგილი კი სომხეთის მოქალაქეებს უჭირავთ. რუსების, სომხებისა და ირანელების ძირითადად ინტერესი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და ბინებია. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშშია ნათქვამი. თუ რა არის ამის მიზეზი, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს გეოგრაფიულ მდგომარეობასა და კლიმატს ასახელებს - რუსეთის მოქალაქეებისათვის საქართველო საკურორტო ადგილია. „ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს მოსწონს ჩვენი ქვეყანა, კლიმატი, გარემო. საქართველო მათთვის ერთგვარი საკურორტო ზონაა. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ სურთ საქართველოში მოსახლე რუსების რაოდენობა გაიზარდოს. გამომდინარე იქიდან, თუ რა მიზნები ამოძრავებთ რუსებს ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცისა და საქართველოს მიმართ, არ გამოვრიცხავ ამის უკან გარკვეული პოლიტიკური მიზნებიც იყოს, გარდა იმისა, რაც ჩვეულებრივად სხვა ქვეყანაში არის-ხოლმე. როდესაც ამ მოქალაქეების რაოდენობა სერიოზულ რიცხვს მიაღწევს, შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური ამბიციებიც გაუჩნდეთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"როდესაც აქ შემოდიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ეკონომიკურ ობიექტებს უეფლებიან, ისინი მხოლოდ უძრავ ქონებას არ ყიდულობენ. რუსებს ბიზნესის სფეროში საკმაოდ მყარი პოზიციები უკავიათ. სავარაუდოდ ასეთ პოზიციებს დაიკავებს მალე ირანი. ვინც აქ ჩამოდის, მხოლოდ ბინების საყიდლად არ ჩამოდის, ისინი ეკონომიკურ საქმიანობასაც ეწევიან. როდესაც ისინი აქ ფეხს მოიმაგრებენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პერსპექტივაში სხვა ამბიციები გაუჩნდებათ იმაზე, რომ რაღაც გავლენა იქონიონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც," - ამბობს ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამის მიზეზად ქართველი ხალხის ხასიათს ასახელებს. ასევე მიიჩნევს, რომ ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელსაც საკონონდებლო დონეზე მოგვარება სჭირდება. „ზოგადად, ეს არის ჩვენი ქართული ხასიათიდან და ტოლერანტობიდან გამომდინარე. საქართველო ყოველთვის მრავალეროვანი იყო და ჩვენ ამ სიტუაციას შევეჩვიეთ. შესაძლოა ფინანსური დაინტერესება არის, თუმცა, არც პოლიტიკურ ინტერესებს გამოვირცხავ. მხოლოდ ერთი კომპონენტი არ შეიძლება იყოს, უფრო კომპლექსური პრობლემაა”, - განაგრძობს გამოცემა.

"გასაგებია ის, რაც ირანში ხდება - ისინი ეძებენ ადგილს, სადაც გაცილებით თავისუფლად იქნებიან. სომხურ და ქართულ ურთიერთობებს რაც შეეხება, სომხების მიერ საქართველოში უძრავ ქონების შეძენა არც არის გასაკვირი. „რაც შეეხება რუსეთს, აქ შეიძლება ნაწილობრივ პოლიტიკური შემადგენელიც არსებობდეს, მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია ის, რომ ეს უფრო უსაფრთხო და ნორმალური ადგილია ყოფილ საბჭოთა სივრცეში, სადაც შეუძლიათ უფრო თავისუფლად იყვნენ, ვიდრე რუსეთში. სამშენებლო ბიზნესი საქართველოში ეკონომოკისთვის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესია და ასე ხელაღებით შეტევის მიტანა, ეკონომიკისთვის ძალიან ცუდი იქნება. მეორე მხრივ არსებობს პოლიტიკური და დემოგრაფიული შემადგენელიც," - აღნიშნა ძაბირაძემ. ზაალ ანჯაფარიძე აპ ტენდენციასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობს. „თუ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეები გაჩნდებიან და კრემლი ჩათვლის, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ, სავსებით შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესიულ ქმედებას მიმართონ. ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, რომ მათ შეუძლიათ და ვალდებულიც არიან, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვან მსოფლიოს ყველა წერტილში, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებითაც. „20-21 ივნისის მოვლენების დროს სერიოზული საფრთხე არსებობდა იმისა, რომ რუსეთის მოქალაქებიის მიმართ გარკვეული ძალადობრივი ქმედება განხორციელებულიყო. მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, რუსეთი სანქციების გარდა სხვა ზომებსაც მიიღებდა," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ”, - დასძენს გამოცემა.

"ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა რუსეთის ინტერესში შედიოდეს მდგომარეობის სათავისოდ გამოყენება და ვითარების პროვოცირება სწორედ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით. „რუსეთისგან გამორიცხული არაფერია; რეალურად ვსაუბრობთ იმაზე, რუსეთი ხომ ვერ შეძლებს ამ თემის პროვოცირებას და როგორ შეეცდება მის გამოყენებას იმისათვის, რომ სამხედრო ძალა გამოიყენოს. "რუსეთი არანაირი ქონების დაცვაზე არ ფიქრობს და არ ლაპარაკობს. ხიფათი იმაშია, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ შეძენილი ქონება რუსეთმა პროვოკაციის მიზნით არ გამოიყენოს და სამხედრო ძალა არ შემოიყვანოს, რომ თითქოს მათი მოქალაქეების ქონებას საფრთხე ემუქრება. შეიძლება ისიც ითქვას, რომ დღეს თუ არა ხვალ, საქართველოში ჩინური ელემენტი გაძლიერდება, თუკი უკვე გაძლიერებული არ არის, დაიწყება. ამიტომ ამას ხელისუფლების და პოლიტიკური სპექტრის მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდება, რომ ეს პრობლემა საკანონდებლო დონეზე გადაწყდეს," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

დაგროვებითი საპენსიო სქემიდან "ოცნების“ დეპუტატებიც გადიან

“ვფიქრობ, რომ როდესაც ამხელა შემოსავალი გაქვს, პენსიაზე საერთოდ უარი უნდა თქვა."- ასე აფასებს "რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის კახა ოქრიაშვილი დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან მის გასვლას. შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემა სულ პარლამენტის 17-მა წევრმა დატოვა, რომელთა შორის უმრავლესობის ორი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და თეიმურაზ კოხრეიძე არიან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან "ოცნების“ დეპუტატებიც გადიან

"ეს სისტემა ცუდი არაა, მე ამაზე როგორც მახსოვს ახსნა განმარტებაც მაქვს გაკეთებული. პირველ რიგში იმიტომ გამოვედი, რომ სირცხვილია, რომ მე საერთოდ პენსია ავიღო, რადგან შარშან 2 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი დავადეკლარირე. არ მსურს, რომ საპენსიო სისტემაში ვიყო, არც დაგროვებითში და არც არადაგროვებითში. ვფიქრობ, რომ როდესაც ამხელა შემოსავალი გაქვს, პენსიაზე საერთოდ უარი უნდა თქვა. ეს სქემა როდის უნდა დაწყებულიყო საკამათო თემაა, დროულად დაიწყო თუ მოგვიანებით უნდა დაწყებულიყო, მაგრამ აუცილებლად უნდა ყოფილიყო. მე ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ სისტემაში დარჩნენ", - აცხადებს ოქრიაშვილი. კახა ოქრიაშვილმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონს კენჭისყრაზე სამივე მოსმენით დაუჭირა მხარი”, - წერს სტატიის ავტორი.

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა