საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში ჩინეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთს ჩინეთის დელეგაცია სტუმრობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთის საელჩოსთან საქართველოში კომუნიკაცია შედგა.

„ჩინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და პატივისცემა“,-აცხადებენ სამინისტროში.

დღეს, „სპუტნიკ აფხაზიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთს ჩინეთის დელეგაცია სტუმრობდა. მათი ცნობით, „აფხაზმა მაღალჩინოსნებმა ჩინეთის დელეგაციასთან, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის შესაძლებლობა და „რესპუბლიკაში“ ელექტრომობილების წარმოების დაწყება განიხილეს“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა