მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრების შესახებ ვიცი და ისიც ვიცი, რომ სამწუხაროდ,  ეს ადამიანები პოზიციას არ იცვლიან -  თუმცა  რამდენიმეს  გარდა, სხვების გადარწმუნების რესურსი არის

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრების შესახებ ვიცი და ისიც ვიცი, რომ სამწუხაროდ, ეს ადამიანები პოზიციას არ იცვლიან, თუმცა რამდენიმე ადამიანის გარდა, ვფიქრობ, სხვების გადარწმუნების რესურსი არის, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მედიას განუცხადა.

მდინარაძის თქმით, შეხვედრები ივანიშვილის ინიციატივით მიმდინარეობს და ინდივიდუალურად რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა.

“საუბრის დეტალები არ ვიცი, ყველა სიტყვა დეტალურად არავის მოუყოლია. შეხვედრების შესახებ ვიცი და ისიც ვიცი, რომ სამწუხაროდ ეს ადამიანები პოზიციას არ იცვლიან, თუმცა რამდენიმე ადამიანის გარდა, ვფიქრობ სხვების გადარწმუნების რესურსი არის და იმის რესურსიც არის, რომ გავიტანოთ ხვალ საკითხი კენჭისყრაზე და დავასრულოთ პოზიტიური შედეგით, ჩვენი გადაწყვეტილება დავტოვოთ ძალაში. ხვალ უმრავლესობის სხდომაზე გაგრძელდება საუბარი და ხვალ, როდესაც კენჭისყრაზე გამოვა საკითხი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, მე ამის იმედი მაქვს. ყველანაირად შევეცდებით, რომ ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედოს”,- განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრები გამართა იმ მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან. ბიძინა ივანიშვილი უკვე შეხვდა ირაკლი შიოლაშვილს და დიმიტრი ხუნდაძეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა