სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებს

სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო გატაცების ფაქტს ადასტურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, მომხდარის შესახებ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ვაჟა გაფრინდაშვილი ცნობილი ექიმია. არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ის რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.