ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2019

რუსეთთან ფრენების აღდგენაზე პირველი მოლაპარაკება თვის ბოლოს გაიმართება

დასაქმებულთა 30 პროცენტს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს

***

რუსეთთან ფრენების აღდგენაზე პირველი მოლაპარაკება თვის ბოლოს გაიმართება

"ივნისის შემდეგ შეხვედრა არ გვქონია. საკმაოდ დიდი პაუზა გამოვიდა და მრავალი საკითხი დაგროვდა, მათ შორის - ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ შეხვედრის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება, თუ რა პერსპექტივა აქვს ავიაფრენების აღდგენას“, - განაცხადა "რეზონანსთან“ ზურაბ აბაშიძემ. ცნობისთვის, 28 ნოემბერს, პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუს დიპლომატ გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართება. როგორც ზურაბ აბაშიძე ვარაუდობს, გარდა პრაღის ფორმატით გათვალისწინებული საკითხებისა, რომლებიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებთან დაკავშირებულ პრობლემებს, პრაღის ფორმატს საოკუპაციო ხაზთან ბოლო დროს შექმნილ პრობლემებზე სასაუბროდ გამოიყენებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსეთთან ფრენების აღდგენაზე პირველი მოლაპარაკება თვის ბოლოს გაიმართება

"შეხვედრა ივნისის შემდეგ არ გამართულა, დიდი პაუზა გამოვიდა და, შესაბამისად, მრავალი საკითხი დაგროვდა. პაუზა გამოწვეული იყო იმით, რომ გრიგორი კარასინმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა, მაგრამ იგი ფედერაციის საბჭოს წევრია და მას ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაავალა ამ მისიის შესრულება და დელეგაციის ხელმძღვანელობა. ერთდღიანი შეხვედრაა და ძირითადად ვისაუბრებთ პრაღის ფორმატით გათვალისწინებულ საკითხებზე. ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული თემები. ვნახავთ, რა მდგომარეობაა, რა პრობლემებია, რა დინამიკაა. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ შეჩერებულ ფრენებთან დაკავშირებით და ამ შეხვედრის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება, რა პერსპექტივა აქვს ავიაფრენების აღდგენას და როგორ შეიძლება, ეს პრობლემა მოგვარდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ასევე საუბარი იქნება 2011 წლის შეთანხმების თაობაზე, რა ვითარებაა საბაჟო მონიტორინგთან დაკავშირებით. თუ ჩვენი ხელშეწყობაა საჭირო, შევეცდებით, ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზურაბ აბაშიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

დასაქმებულთა 30 პროცენტს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს

"საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა 30%-ს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს. აქედან 23 ათას ადამიანს ხელფასი სულაც 100 ლარი აქვს, 232 ათასს მოქალაქეს კი - 500 ლარამდე. "რეზონანსმა" კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ "საქსტატის" მონაცემები საშუალო ხელფასის მუდმივ მატებასთან დაკავშირებით მხოლოდ ციფრებით მანიპულაციაა. მინიმალური ხელფასის ზრდაზე პროფკავშირები და პარლამენტარები ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ. 1990-იან წლებში მინიმალური ხელფასი 20 ლარით განისაზღვრა და მას შემდეგ გაიყინა. ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტში სამი კანონპროექტია წარდგენილი. მათგან ერთ-ერთი პროფკაშირებს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი შესაძლოა, თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვროს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დასაქმებულთა 30 პროცენტს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს / მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ღარიბ-ღატაკთა ფენას მიეკუთვნება, რაც უდიდესი ფსიქოლიგიური დარტყმაა

"პროფკავშირების სტატისტიკით, საქართველოში 232 ათას ადამიანს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს, რაც დაქირავებულ-დასაქმებულთა თითქმის 30%-ია. ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას და სახელფასო უთანასწორობას აღნიშნული მონაცემები კარგად ასახავს. "გვესმის, რომ 320 ლარი არაა საკმარისი ადამიანის ცხოვრებისთვის, მით უმეტეს, ოჯახის რჩენისთვის, მაგრამ გვინდა მივაღწიოთ მინიმუმს, რომ მომავალში ხელფასი ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო დონეს მიუახლოვდეს. საქართველოში 320 ლარზე ნაკლები ხელფასი დაახლოვებით 126 ათას ადამიანს აქვს. შესაბამისად, მინიმალური ხელფასის 320 ლარამდე ზრდა გამოიწვევს ამდენივე მოქალაქის შემოსავლის მომატებას. ეს არის დასაქმებულთა თითქმის 15%. 400 ლარზე ნაკლები შემოსავალი 177 ათას მოქალაქე აქვს, ხოლო 500 ლარზე ნაკლები 232 ათასი ადამიანს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას პროფკავშირების ანალიტიკური სამსახურის უფროსმა გიორგი ჭანტურიძემ. ისინი, ვინც მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვენ, ფიქრობენ, რომ ყველაზე დაბალშემოსავლიან მშრომელთა ცხოვრების დონეს გააუმჯობესებენ; ხოლო ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან თავიანთი პოზიციით სამუშაო ადგილებს იცავენ, რადგან მაღალი სახელფასო ზღვარი უარყოფითად მოქმედებს ბიზნეს გარემოზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ მინიმალური ხელფასის მომატება მოსახლეობას შემოსავალს ვერ გაუზრდის, რადგან მაღალი ზღვრის დაწესებით უმუშევრობის დონე მოიმატებს. "არაერთი კვლევით დასტურდება, რომ მინიმალური ხელფასი უმუშევრობას ზრდის. სწორედ ამას ამტკიცებს ყველანაირი ეკონომიკური თეორია. განსაკუთრებით იმ ტიპის საზოგადოებაში, სადაც არაკვალიფიციური სამუშაო ძალა გამოიყენება. ასე რომ, რაც უფრო მაღალი იქნება მინიმალური ხელფასი, მით უფრო მაღალი იქნება უმუშევრობის დონე", - განაცხადა "რეზონანსთან" აკაკი ცომაიამ. ბიზნესისთვის ხელფასის დამატებითი ზრდა წნეხი იქნება. კერძო სექტორი, რა თქმა უნდა, არ იზარალებს და ზეწოლა კვლავ დასაქმებულებზე მოხდება. პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ საქართველოში სოციალური უთანასწორობაა შექმინილი. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ფენას მიეკუთვნება, რაც ეკონომიკური უთანასწორობის გარდა, მოსახლეობაში მძიმე ფსიქოლოგიურ დარტყმაცაა. "წლებია საქართველოში ჩამოყალიბდა სოციალური უთანასწორობა. ან არსებობენ ღარიბ-ღატაკები ან მდიდრები. მდიდრები გაცილების ნაკლები არიან, ვიდრე ღარიბ-ღატაკები, ხოლო უმნიშვნელო ოდენობაა საშუალო ფენა. მათი მდიდარ ფენაში გადასვლა იშვიათად ხდება, როცა ბოლოს განვითარებული ეკონომიკური მოვლენებიდან გამომდინარე ღარი-ღატაკებში ბევრი ინაცვლებს”, - განაგრძობს გამოცემა.

"500-ლარიანი ხელფასი ხალხის დაცინვაა, რადგან ადამაინი ამ თანხით ვერანაირი თვითრეალიზაციას ვერ ახდენს. თანაც ქვეყანაში უკვე სახეზეა სახელფასო პოლარიზაცია, რაც თანდათან უფრო ღმავდება. მდიდრები ალბათ, საქართველოს მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, დანარჩენი ღარიბები არიან. ის ვისაც 500-ლარიანი შემოსავალი აქვს და იძულებულია ამ თანხით ოჯახი არჩინოს, რა თქმა უნდა, ღატაკთა ფენას მიეკუთვნება. ამ ყველაფერს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობაც, რომ დავუმატოთ, რომელიც ყოველწიურად იზრდება, უფრო მძიმე სურათი იხატება. საქართველოში მდიდრები არ უყვართ, რადგან ღარიბებს არ აქვთ ის შემოსავალი, რომ დაიკმაყოფილონ მინიმალური ყოფითი პირობები. ის რაც მდიდარი ადამიანისთვის ყოვედღიური ცხოვრებაა, ღარიბისთვის ეს ფუფუნებაა. სოციალური-ეკონომიკური-ფინანსური და პლუს ფსიქოლოგიური უთანასწორობაც კი არის ამჟამდ საქართველოში. სახელმწიფოს პირველი პირები ამბობდნენ, რომ საქართველოს დიდი სიამაყე იაფი სამუშაო ძალაა. ქვეყანაში იაფი მუშახელი იმიტომ არსებობს, რომ ქართველ პროფესიონალს სხვა გამოსავალი არ აქვს და თანხმდება იმაზე, რასაც გადაუგდებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი კვალიფიკაცია ვინმეზე ნაკლებია. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, რომ ადამიანმა პროფესიული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე საკუთარი თავის რეალიზაცია შეძლოს. თუ სახელმწიფო დაწესებულებეში, სკოლებში ანდა საავადმყოფოებში ხელფასი გაიზრდება, მაშინ კერძო სექტორი ვეღარ გაბედავს ასეთი დაბალი სახელფასო პირობების შეთავაზებას თანამშრომლებისთვის", - განუცხადა "რეზონანს" პაატა აროშიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს