დაჩი ბერაია - პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ - ვფიქრობ, საკმარისი რაოდენობა იქნება, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდეს

პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. ვფიქრობ, საკმარისი რაოდენობა იქნება იმისთვის, რომ კანონპროექტი ჩავარდეს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც ბერაია აცხადებს, მან არ იცის დეპუტატების რაოდენობა, ვინც კანონპროექტს მხარს არ უჭერს.

„რამდენიმე დეპუტატი ჩამოყალიბებული არ იყო. თუმცა, მაქვს სურვილი და მოლოდინი, რომ კანონპროექტი დღეს ჩავარდეს“, - განაცხადა ბერაიამ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, როგორც ბერაიამ განაცხადა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე თავისი პოზიციით გაანაწყენა.

„ჩვენ ვისაუბრეთ საკმაოდ დიდხანს. გავცვალეთ არგუმენტები. ემოციურად ძალიან მძიმე შეხვედრა იყო. ერთგვარი წყენაც კი გამოვიწვიე მასში ჩემი პოზიციით, მაგრამ დავრჩი ჩემს პოზიციაზე. იყო თხოვნა და მითითება, რომ მხარი დამეჭირა პროპორციული არჩევნებისთვის. თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს რომელიმე დეპუტატზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს?“, - განაცხადა ბერაიამ და დასძინა, რომ მან შეიძლება უარი თქვას სადეპუტატო მანდატზე.

„შეიძლება ვთქვა უარი მანდატზე. თუ კენჭისყრის შემდგომ დადგება საკითხი ჩემი უმრავლესობიდან გასვლის შესახებ, მე დავტოვებ არა უმრავლესობას, არამედ მანდატს“, - განაცხადა ბერაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა