თამარ ხულორდავა - უმრავლესობის დატოვება არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეგვიძლია მივიღოთ

რა თქმა უნდა, ვტოვებ უმრავლესობის რიგებს და ვტოვებ საპარლამენტო პოზიციას, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხულორდავამ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილების შესახებ უმრავლესობის წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა, შევეცადეთ ერთიანი პოზიციით გამოვსულიყავით, რაც არ მოხერხდა. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ კენჭისყრის საბოლოო შედეგი მაინც იქნებოდა დადებითი და ჩვენ უმრავლესობით მხარს დავუჭერდით. იმის შესახებ, რომ ეს ჩვენთვის იყო ძალიან პრინციპული საკითხი და ამ საკითხზე ჩვენ კომპრომისზე ვერ წავიდოდით, ჩვენი გუნდის ყველა წევრმა მათ შორის, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იცოდა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებისთვის არ მოვმზადებულვართ, ეს იყო სპონტანური გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის ის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც კენჭისყრაზე დადგა, შეგვიძლია მივიღოთ. რა თქმა უნდა, ვტოვებ უმრავლესობის რიგებს და რა თქმა უნდა, ვტოვებ საპარლამენტო პოზიციას. გვექნება დამატებითი კონსულტაციები“, - განაცხადა ხულორდავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა