გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნაა ვადამდელი პროპორციული არჩევნები, რომელსაც გარდამავალი მთავრობა ჩაატარებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი და პროპორციული არჩევნებია. როგორც ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგმ განაცხადა, ოპოზიციური პარტიის ლიდერები აპირებენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

„ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანებულია იმ საკითხში, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დააყენა პირდაპირ უფსკრულის წინაშე, ამიტომ საჭიროა, ერთიანი მოქმედება, რომ დავასრულოთ ეს მტრული რეჟიმი, რომლის არც ერთ სიტყვას ფასი არ აქვს. ყველა ერთად ვუერთდებით იმ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც არის რუსთაველის პროსპექტზე. ის რაც ქვეყანას სჭირდება, არის ვადამდელი, პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს გარდამავალი მთავრობა. ყველაფერს გავაკეთებთ ამ ამოცანის მისაღწევად“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ვადამდელი პროპორციული არჩევნების მიღწევას ოპოზიცია საზოგადოებრივი პროტესტით აპირებს.

„აქ საზომი არ იქნება, რომელ დღეს რამდენი კაცი გამოვა ქუჩაში. რომც დასჭირდეს ბევრი დღე ამას, ეს დღეები იქნება უმწვავესი პროტესტი“,-აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა