თამარ ჩუგოშვილი - იმედგაცრუება მხოლოდ მე და ჩემს კოლეგებს არ გვეხება, იმედგაცრუება არის მოდებული ბევრად უფრო ფართოდ

ის, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განცხადებები მწვავეა, არ მიკვირს. შედეგებით იმედგაცრუება მხოლოდ მე და ჩემს კოლეგებს არ გვეხება, იმედგაცრუება არის მოდებული ბევრად უფრო ფართოდ, -ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, მას ძალიან გაუჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის აეხსნა, თუ რატომ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით.

"მთელი ამ თვეების განმავლობაში პირადად ჩემი პასუხისმგებლობა იყო, როგორც აშშ-ში, ასევე ბრიუსელში, სტრასბურგში, სხვადასხვა დედქალაქებში ჩვენი პარტნიორებისთვის ახსნა და გადაცემა, რომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ. მე თვითონ შევქმენი ეს ძალიან მაღალი მოლოდინები იმიტომ, რომ პარტიას ეს განცხადება გაკეთებული ჰქონდა. მე თვითონ ვესაუბრებოდი ამ ადამიანებს და ვუქმნიდი მოლოდინებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდებოდა და ბუნებრივია, ძალიან გამიჭირდებოდა იმის ახსნა, რატომ ვერ შევძელით ასე თამამად გაცემული პირობის შესრულება. ის , რომ მათი მხრიდან განცხადებები მწვავეა, არ მიკვირს, რადგან ჩვენ ამ დროის განმავლობაში ყველას ვარწმუნებდით და ვამბობდით, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა, გიშინდელი კენჭისყრის მიმართ იყო ძალიან დიდი მოლოდინი და შესაბამისად, შედეგებით იმედგაცრუება მხოლოდ მე და ჩემს კოლეგებს არ გვეხება, იმედგაცრუება არის მოდებული ბევრად უფრო ფართოდ",-განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩუგოშვილის თქმით, ამისთვის დამატებითი კონსულტაციები და დრო სჭირდება.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა