მარიამ ჯაში - "ქართულ ოცნებაში" დაბრუნებას გამოვრიცხავ

„როდესაც ღებულობ ასეთ გადაწყვეტილებას და ღებულობ მას პრინციპის გათვალისწინებით, დაბრუნების შესაძლებლობაზე საუბარი არასერიოზულია", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა ჟურნალისტების კითხვას, დაბრუნდება თუ არა მმართველ გუნდში თუკი ბიძინა ივანიშვილი სთხოვს მას ამას.

ჯაშის განცხადებით, იგი „ქართულ ოცნებაში" დაბრუნებას გამორიცხავს. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს მასთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ჰქონია.

"ჩემთან ჯერ კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იყოს ამის მზაობა და სურვილი. ბუნებრივია, როდესაც წლები გაკავშირებს მმართველ გუნდთან, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდგომაც გაგრძელდეს კონსულტაცია, მაგრამ აქვე გიდასტურებთ, რომ "ქართულ ოცნებაში" დაბრუნებას გამოვრიცხავ. ეს არის ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება. მე გუშინ სწორედ პატივისცემის და იმ ურთიერთობის გათვალისწინებით, რომელიც მაკავშირებდა მმართველ გუნდთან, არ მქონდა უფლება, რომ ჩემი კოლეგები არ ჩამეყენებინა საქმის კურსში ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე. რამდენიმე საათი მე მქონდა საუბარი როგორც არჩილ თალაკვაძესთან, ასევე ირაკლი კობახიძესთან და სხვა კოლეგებთან.

როდესაც ღებულობ ასეთ გადაწყვეტილებას და ღებულობ მას პრინციპის გათვალისწინებით, დაბრუნების შესაძლებლობაზე საუბარი არასერიოზულია,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სამიმავლო გეგმებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ შესაძლებელია კოლეგების მხრიდან ფრაქციაში გაერთიანების შეთავაზება მიიღოს, თუმცა დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩენას ამჯობინებს.

"რეალურად, სპონტანურად მომიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. დღეს გამიჭირდება ნებისმიერ სამომავლო გეგმაზე საუბარი. ვფიქრობ, ჩემი კოლეგების მხრიდან შესაძლოა იყოს ფრაქციაში გაერთიანების თაობაზე შემოთავაზება. მიუხედავად ამისა, დღევანდელი მოცემულობიდან უპირატესობას ვანიჭებ და ვფიქრობ, დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩენა იქნბა უფრო მართებული გადაწყვეტილება,"- განაცხადა ჯაშმა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა