აკაკი ზოიძე - გარკვეული პაუზა მჭირდება

გარკვეული პაუზა მჭირდება - პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, ოღონდ როგორც ჩანს, გულით არა, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომისა და ასევე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდების შესახებ და აღნიშნა, რომ მას გადასაფასებლად გარკვეული დრო სჭირდება ქვეყნის, გუნდისა და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.

„დღეს გვქონდა უმრავლესობის შეხვედრა, ვისაუბრეთ, მოვისმინე ჩემი კოლეგების პოზიციები მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მადლობა გადავუხადე კოლეგებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იმ დაპირებას, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მივეცით, ყოველ შემთხვევაში, არა მხოლოდ შიგნით, ასევე გარეთაც. ძალიან განხიბლული ვარ საბოლოოდ, გულდაწყვეტილი, იმ შედეგებით, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ და რაც ასევე ვთვლი, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივეცით ხმა იმ დაპირების შესრულებას, რაც გავეცით. მეორე, მე მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად, დასაფიქრებლად, ქვეყნის მომავალთან, ჩვენი გუნდის მომავალთან და ჩემს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ამ არგუმენტებისა და ამ სიტუაციის გააზრება. გარკვეული პაუზა მჭირდება ამისთვის და იმედი მაქვს, ადამიანურად გამიგებთ“, - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.

მანვე პასუხი გასცა კითხვაზე, აპირებს თუ არა უმრავლესობის დატოვებას.

„არც ერთ შემთხვევაში მე არ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს „ქართული ოცნების“ იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რითაც ჩვენ მოვედით და ასევე იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგულნი არიან. შესაბამისად, ნებისმიერი შემთხვევაში გადაწყვეტილება საზიანო ამ მიმართულებით და ქვეყნის საზიანო არ იქნება. პაუზა - ეს არის, რომ მე უნდა დავფიქრდე. ვიტყვი საბოლოოდ, რომ ერთადერთი დასკვნა, რაც ჩემს თავში გამოვიტანე, ეს არის, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, ოღონდ როგორც ჩანს, გულით არა“, - განაცხადა ზოიძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა