ილია მეორე - მინდა  განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ოჯახის პრობლემას -  ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა -  სადაც მტკიცე ოჯახია, იქ მტკიცე სახელმწიფოა

მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ოჯახის პრობლემას. ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა, სადაც მტკიცე ოჯახია, იქ მტკიცე სახელმწიფოა,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო რეზიდენციაში, საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერებისა და მათი წარმომადგენლების მიღებაზე განაცხადა.

ილია მეორეს განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ერთსულოვნება შენარჩუნდეს.

“მე გულითადად მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან მობრძანდით. ტოლერანტობის დღეა, ურთიერთდახმარების, ურთიერთგაგების, დაცვის, იმ ფასეულობების დაცვის, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ვიცავდით ჩვენ და ჩვენი წინაპრები.

მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ოჯახის პრობლემას. ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა და როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ოჯახი მტკიცე იყოს. სადაც მტკიცე ოჯახია, იქ მტკიცე სახელმწიფოა.

აი, ამ ურთულეს დროს ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი პრობლემების წინაშე. ერთსულოვნება და ტოლერანტობა, თქვენ მოგეხსენებათ, აქტუალურია და აუცილებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთსულოვნება შევინარჩუნოთ. მე გისურვებთ ღვთის ლოცვა-კურთხევას, ღვთის დახმარებას კეთილ საქმეებში. დღეს ჩვენ უნდა დავინახოთ გაჭირვებული ხალხი, ჩვენ უნდა დავინახოთ ის ადამიანები, რომელთაც ჩვენზე მეტად უჭირთ და დავეხმაროთ მათ. მადლობელი ვარ, რომ ჩვენთან მობრძანდით, გაიხარეთ“,-ბრძანა პატრიარქმა.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენ უნდა დავინახოთ ის ადამიანები, რომელთაც ჩვენზე მეტად უჭირთ და დავეხმაროთ მათ" - პატრიარქი ტოლერანტობის დღეზე

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება