ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება უფრო აქტიურად უნდა ვთხოვოთ

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის ინფორმაციით, მისი მეუღლე სასამართლო პროცესამდე, ვიდრე მას ციხეში გადაიყვანდნენ, საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თამილა ლაფანაშვილმა განუცხადა, საქმეში ჩართულია წითელი ჯვრის ორგანიზაცია, თუმცა, დღემდე ვერ მოხერხდა მისი მეუღლის მონახულება და იმის შეფასება, თუ რა პირობებში იმყოფება. თამილა ლაფანაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება უფრო აქტიურად უნდა ვთხოვოთ.

„ვაჟა გადაყვანილია ციხეში, სავარაუდოდ, შედარებით ნორმალურ პირობებში. ასე თქვეს, რომ ახალი გარემონტებულია ციხე. მანამდე ძალიან მძიმე პირობებში იყო. ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ და გამოუშვეს. მათი ინფორმაციით, ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ძალიან მძიმე პირობებში იყვნენ, არც საჭმელი ჰქონდათ, არც არაფერი.

პირველივე დღიდანვე კავშირზე არიან სახელმწიფო უწყებები, ცდილობენ დაგვეხმარონ. ქალბატონი ქეთი ციხელაშვილი პირადად მეკონტაქტა, ასევე ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თავად მინისტრი არ არის საქართველოში. ასევე, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, სახალხო დამცველი პირველივე დღიდან არიან ჩართულები. ყველა ჩართულია და მეუბნებიან, რომ ყველაფერი კეთდება. დეტალებს ალბათ, ვერ მეტყვიან.

მე, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ აუცილებლად გამოუშვებენ, მაგრამ როდის, არ ვიცი. 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. წითელი ჯვარია ჩართული, რომელიც სამწუხაროდ უძლურია, რომ შევიდეს მასთან, ამიტომ უფრო უნდა გავაძლიეროთ, უფრო აქტიურად უნდა ვთხოვოთ დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას. დღემდე ვერ შევიდნენ და ვერ მოინახულეს პატიმარი, თუ რა მდგომარეობაშია.

მე იმედი მაქვს ადგილობრივი ექიმებისაც, ვისთან ერთადაც ადრე გვისწავლია“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს