დავით ბაქრაძე - დღეს   დავუსვამთ დიდ პოლიტიკურ წერტილს „ქართულ ოცნებას“

დღეს დავუსვამთ დიდ პოლიტიკურ წერტილს „ქართულ ოცნებას“ ,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების და ბიძინა ივანიშვილის „აბუჩად ასაგდები ქვეყანაში არავინაა“.

„ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის, დავუსვათ დიდი პოლიტიკური წერტილი „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, იმიტომ რომ დღეს ქართული საზოგადოება მოტყუებულია, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება არის გაბრაზებული, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება არის აბუჩად აგდებული „ქართული ოცნების“ ლიდერების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მათი აბუჩად ასაგდები, მათი მოსატყუებელი და მათი დასაცინი ამ ქვეყანაში არავინ არ არი, დამთავრდა, ამიტომ დავუსვამთ დიდ პოლიტიკურ წერტილს დღეს „ქართულ ოცნებას“ ყველა ჩვენგანი“,-განაცხადა ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა