აქციის მონაწილეები ქვიშით დატვირთულ ტომრებს თავად ეზიდებიან იმ მანქანიდან, რომელიც აქციის ტერიტორიაზე პოლიციამ არ შეუშვა

აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან ქვიშით დატვირთული ტომრები თავად მიაქვთ. ისინი ტომრებს იმ მანქანიდან ეზიდებიან, რომელიც ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციამ გააჩერა.

როგორც ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, ქვიშით სავსე ტომრები "პარლამენტის ამოსაქოლად" არ სჭირდებათ, არამედ ტომრებით კარვები უნდა გაამაგრონ, რომლებიც პარლამენტის შენობის შესასვლელებთან გაშალეს.

"ქვიშის ტომრები გვჭირდება პიკეტირებისთვის. კარვებიც ხომ პიკეტირებისთვისაა? თუ ამოქოლვას გულისხმობთ, ასე არ არის. თქვეს, რომ მანქანა ასაფეთქებლებზე უნდა შევამოწმოთო. ეს ხომ ანეკდოტია? ეს იყო ბრიყვული საბაბი, რაც ხელმძღვანელობამ პოლიციას უთხრა", - განაცხადა გიგა ბიკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზუბალაშვილების ქუჩაზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

ურთიერთდაპირისპირება იმ ფაქტს მოჰყვა, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმართულებით არ გაატარეს სატვირთო მანქანა, რომელიც ქვიშის ტომრებითაა დატვირთული.

საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, პარლამენტამდე ტომრები თავად წაიღონ, რასაც უკვე სამართალდამცავების წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ, შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ იქამდე, სატვირთო მანქანის გაჩერების გამო სიტყვიერი შელაპარაკება იყო პოლიციასა და გიგი უგულავას შორისაც. უგულავამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძეს განმარტებები მოსთხოვა, თუ რატომ არ უშვებენ აღნიშნულ მანქანას აქციის ტერიტორიაზე, რაზეც ბუხრაძემ უპასუხა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნით ხდება.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ