აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩებზე, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან, ქვიშით სავსე ტომრებით ბარიკადები გააკეთეს.
როგორც ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა, „ქვიშის ტომრები ჩამოსაჯდომად განთავსდა აღნიშნულ ტერიტორიებზე“.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებისთვის ცეცხლიც დაანთეს. ასევე, ადგილზე მიიტანეს საკვებიც.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტები და ოპოზიციონერი ლიდერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ დარჩენას.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"