ესტონეთის საგარეო უწყება ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება და თვითგამოცხადებულ მთავრობას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონის დე ფაქტო მთავრობის წევრებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო