რუსული ავიაციის ჩარევის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს ვერ აქრობენ, დაკვამლიანება ქალაქებშიც შეინიშნება

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმის, გაგრის, ტყვარჩელის და გუდაუთის თავზე დაკვამლიანება შეინიშნება. აღნიშნულ ინფორმაციას „სპუტნიკ აფხაზია“ ავრცელებს.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივ ძალებთან ერთად, რუსული ავიაციაც ჩართულია. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება, რადგან ხანძარი ტყის დიდ მასივებზეა გავრცელებული და მძიმე დაკვამლიანების გამო, ავიაციას ადგილებთან მიახლოება უჭირს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ცეცხლის პირველი კერების შესახებ 10 ნოემბერს განაცხადა. 15 ნოემბერს ცეცხლის ჩასაქრობ სამუშაოებში რუსული ავიაცია ჩაერთო.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია