საპატრულო პოლიციის უფროსის განმარტებით, სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფების მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხდება

შსს-ის საპატრულო პოლიცის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სამართალდამცავთა ოდენობის ზრდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვისაა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფების მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხდება.

ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ლოკაციაზე სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფების მობილიზებაა. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის და სახანძრო მანქანები.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს