პოლიცია რუსთაველის გამზირის იმ მომიტინგეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, რომლებიც სპეცრაზმის წინ, ასფალტზე დასხდნენ

თავისუფლების მოედნის მიმდებარედ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ გზის სავალ ნაწილზე მსხდომ ადამიანებს გზის გათავისუფლება მოსთხოვა.

გზის სავალ ნაწილზე გადადგილება ამ დროისთვის აქციის მონაწილეების გარდა, ჟურნალისტებისთვისაც გართულებულია. სამართალდამცავებმა კორდონი გააკეთეს, რათა აქციის მონაწილეებმა და ჟურნალისტებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე არ გადაინაცვლონ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვებისგან გაათავისუფლა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა და ამგვარად გაათავისუფლა პარლამენტის შესასვლელები.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025