ვიქტორ დოლიძემ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელთან ექიმ ვაჟა გაფრინაშვილის უკანონო დაკავების საკითხი განიხილა

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ერიკ დანიელ ბუნსკოგთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანანო დაკავება. ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას. მან შეშფოთება გამოთქვა ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციული მოქმედებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

საქართველოს მუდმივიწარმომადგენლის განცხადებით, ამგვარი საგანგაშო მდგომარეობა საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დროულ და ეფექტურ რეაგირებას. ვიქტორ დოლიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წითელი ჯვარი წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეღწევა და თხოვნით მიმართა ICRC-ს წარმომადგენლებს, მომავალში გათვალისწინებულ იქნას მათი ოპერატიული მოქმედების მნიშვნელობა.

ვიქტორ დოლიძემ ასევე მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის მონახულებისათვის და თხოვნით მიმართა, შესაძლებლობის ფარგლებში, ოჯახის წევრებისთვის უზრუნველყოფილ იქნას ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების შესაძლებლობა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ ყოველდღიური კავშირი აღნიშნულ საკითხზე და მოვლენების განვითარების კვალდაკვალ გაცვალონ ინფორმაცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა