ქართული პრესის მიმოხილვა 19.11.2019

სპეცრაზმის დახმარებით ჩატარებული ბიუროს სხდომა და დაშლილი აქცია - რას აპირებს ოპოზიცია

“პროცესებში უნდა ჩაერიოს საერთაშორისო საზოგადოება” - რა ტაქტიკა აქვს ოპოზიციას

***

სპეცრაზმის დახმარებით ჩატარებული ბიუროს სხდომა და დაშლილი აქცია - რას აპირებს ოპოზიცია

“რა სცენარის განვითარებისკენ მიდის ხელისუფლება და როგორი იქნება მისი სამოქმედო გეგმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. ნახევარსაათიანი ულტიმატუმი და პარლამენტის ყველა შესასვლელი ოპოზიციის მიერ აღმართული ბარიკადებისგან თავისუფალია. როგორც ჩანს „ქართული ოცნება" ოპოზიციასთან არანირი დათმობას და მოლაპარაკებას არ აპირებს. პირიქით, სავარაუდოდ მას აქვს სცენარი და გარკვეული გეგმა, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებს." სადამსჯელო ოპერაცია" - ასე აფასებს ოპოზიცია აქციის დაშლას და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების აღებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სპეცრაზმის დახმარებით ჩატარებული ბიუროს სხდომა და დაშლილი აქცია - რას აპირებს ოპოზიცია

"შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის გარშემო შეკრებილი მომიტინგეების დაშლის ოპერაცია წყლის ჭავლის გამოყენებით შეძლო. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სრულიად აღადგინა და გზის სავალ ნაწილზე მოქალაქეებს გადასვლის უფელბა აღარ მისცეს. პოლიციელებმა უკვე დააკავეს ათობით პირი, მათ შორის „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ სირაძე, ადვოკატი ბექა ბასალია, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი და საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძეც. ჯამშში კი 18-მდე ადამიანის დაკავების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი ნაწილი ძალოვნების ერთი ნაწილი მოემართებოდა მთავრობის ადმინისტრაციიდან, საიდანაც ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე გავიდნენ. აქციის მონაწილეები სპეცრაზმს ხელებაწეული, ზოგიც კი დამსხდარი უხვდებოდნენ. იყო სიტუაცია, სადაც მოქალაქე სპეცრაზმელებს ტროტუარზე დაუწვა, თუმცა სამართალდამცველებმა მას გადააბიჯეს და გზა განაგრძეს. ოპოზიცია კი ამის შედეგ, დიპლომატიურ კორპუს შეხვდა. დიპლომატებმა პირველი ოპოზიციას ჰკითხეს, ახლა რა იქნება მათი სამოქმედო გეგმა, რადგანაც პარლამენტს ბიუჯეტი აქვს დასამტკიცებელი და მისი ჩავარდნის შემთხვევაში კი პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს. რა თქმა უნდა, თავის მხრივ ოპოზიციასაც ექნება გეგმა, რომელსაც მოვლენების განვითარების პარალელურად მიჰყვებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ხელისუფლება კი არცერთ მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს. უფრო მეტიც, ბიუროს სხდომის ჩატარება „ოცნებამ" სპეცრაზმის დახმარებით მაინც შეძლო. პარლამენტის შენობაში ბიუროს სხდომის ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილი მომიტინგეები დაშალა. დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ კი ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაა. „პირველი, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე უნად წავიდეს. მეორე, მიიღოს „გერმანული საარჩევნო სისტემა", რომელიც კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და სიცრუეა ამაზე საუბარი. თუ ამ ყველაფრის იგნორირება მოხდება, მაშინ ქვეყანაში არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებას აზრი ეკარგება. ყველა დიპლომატმა თქვა, რომ ეს არის აბსოულუტურად მიუღებელი და დიდი გაუგებრობაა, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. დიპლომატებიც მომხრეები არიან, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ",-ამბობს ბურჯანაძე. თბილისის მერმა კახა კალაძემ კი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური კრიზისი და შესაბამისად ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ მოხდება: "არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა",-ამბობს ის”, - განაგრძობს გამოცემა

"კალაძის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობას" არცერთ საარჩევნო სისტემის პირობებში არ აქვს გამარჯვების შანსი. კალაძე ქვეყანაში განვითარებული მოვლენებს „ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებს და როგორც ჩანს ხელისუფლება კვლავ ნაცნობი ძველი კარტის გათამაშებას აპირებს. რა მოხდება ქვეყანაში იმ შემთხვევაში თუ კი ისევ ორი პოლიტიკური ძალა - „ნაციონალები" და „ოცნება" შეეჯახებიან ერთმანეთს და დაპირისპირება ისევ ამ ორ ძალას შორის მოხდება. "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი დევიზი - ძალაუფლება ნებისმიერ ფასად - უცვლელი რჩება. ვინაიდან არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში მათ გამარჯვების შანსი არა აქვთ, ისინი დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ, სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მსჯავრდებულ სააკაშვილთან ერთად, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ბუნებრივია, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული," - აღნიშნა კალაძემ. მისივე განმარტებით, ოპოზიციამ გუშინდელ აქციაზე ხალხის მობილიზება ვერ მოახერხა. "ხალხის მობილიზების რესურსის არქონის ფონზე - რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა - ისინი ახლა უკვე იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსებით ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შემოტანას. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მომთმენი. თუმცა, მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება," - განაცხადა კახა კალაძემ. დავით უსუფაშვლი კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის მცდელობის ნაცვლად, შედის კინკლაობაში ისეთ თემებზე, რომელიც სრულიად წარმოუდგენელი და გაურკვეველია, მათ შორის წარსულის თემებზე. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ქვეყანაში მასშტაბური კრიზისი შექმნა, რომელიც მოსაგვარებელია. ამიტომაც ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ე.წ გერმანულ მოდელს სთავაზობს”, - დასძენს გამოცემა.

"უსუფაშვილი "ქართულ ოცნებას" მიმართავს და ამბობს, რომ ის კრიზისიდან გამოსვლას არ ცდილობს და პირიქით, შესაძლოა მზაკვრული გეგმაც ჰქონდეს. მისი თქმით, შესაძლოა ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა გვერდით გაწიოს, ოპოზიციის რადიკალიზაციას ხელი შეუწყოს, ხოლო ამ არეულობის ფონზე არსებული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოახერხოს. „არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის მხარეს, ამავე მოდელს ჰყავდეს მხარდამჭერები. ამიტომ მივმართავ მათ, რომ ხელისუფლების ხაფანგზე არ წამოეგონ. არავითარ შემთხვევაში პროპორციული არჩევნების მოთხოვნა არ უნად მოვხსნათ. მოვუწოდებ "ოცნებას", „გერმანული საარჩევნო" სისტემას მხარი დაუჭირონ",-განაცხადა უსუფაშვილმა. ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მთელი ეს დღეები რაც ეს პროცესები დაიწყო, „ქართული ოცნება" მუდმივად ისევ ძველი კარტის გათამაშებას ცდილობს. მისი თქმით, კალაძის განცხადება ახალი არ არის და „ოცნება" ამ კოზირს ყოველთვის გამოიყენებს და მუდმივად იმის მცდელობაში იქნება, რომ ამით საზოგადოება დააშანტაჟოს. ძაბირაძე აცხადებს, რომ „ოცნება" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყნის გადასვლას არ დაუშვებს და თუ საქმე იმდენად გაჭირდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ვადამდელ არჩევნებზე წავა. ხოლო ამ რიგგარეშეს შერეული სისტემით ჩაატარებს, რომელიც ხელს მხოლოდ ხელისუფლებას და „ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს. „ვადამდელი არჩევნები თუ დაინიშნა, უარს ამაზე არც „ნაციონალები" იტყვიან. ქვეყანაში თუ სხვა გამოსავალი არ იყო, ხელისუფლება რიგგარეშე წავა და ქვეყანა ისევ ორ პოლუსიან პოლიტიკურ სპექტრს მიიღებს. ამ საკითხში მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ორივე მათგანმა სიტუაცია დაძაბონ და ის შედეგი მიიღონ რაც მათთვის ხელსაყრელი იქნება. "ახლა ქვეყანაში ელექტორატი სამად არის გაყოფილი. პირველი და მეორე ეს არის "ოცნების" და „ნაციონალების" ამომრჩეველი და მესამე ადამიანები, რომლებსაც არც ერთი უნდა და არც მეორე, მაგრამ შესაფერის კანდიდატი ჯერ ვერ უპოვია. ორივე ამ ძალისთვის ეს მესამე დამღუპველია. ამიტომ არჩევნებამდე დიდი დროა, შესაძლოა რაღაც მოხდეს. შესაბამისად, ორივე პოლიტიკურ ძალას ურჩევნია, რომ საარჩევნო გარემო ორპოლუსიანი დატოვოს და მათი ინტერესები ამ კუთხით თანხვედრაშია",-ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან". მისივე თქმით, საქმე-საქმეზე თუ მიდგა, ორივე ძალა საკუთარი ინტერესების მიხედვით იმოქმედებენ და ამ შემთხვევაში წაგებული ისევ დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი და საზოგადოება დარჩება. ძაბირაძე ამბობს, რომ ამიტომ არ არის გამორიცხული ამ პროცესებში სიტუაციის რადიკალიზებაზე ორივე პოლიტიკური ძალა წავიდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ერთმანეთს ისევ „ნაციონალური მოძრაობა" და „ოცნება" შეეჯახებიან, რაც ქვეყნისთვის კატასტროფაა და უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება. „ეს ისეთი სცენარია, რომ მისი გაგრძელება ყველა მიმართულებით შეიძლება მოხდეს. თუმცა, ქვეყნისთვის საკმაოდ დამაზიანებელი პროცესი იქნება. თუმცა, დაზიანების რა ხარისხი იქნება, ეს სიტუაციიდან გამომდინარე გამოჩნდება. თუ მძიმე შედეგები მივიღეთ, მაშინ სამოქალაქო დაპირისპირებაც კი შეიძლება დაიწაყოს. "თუ არა და რიგგარეშე არჩევნებში. ხოლო პროცესი თუ ასე გაგრძელდა და ორივე მხარე მხოლოდ ურთიერთკინკლაობაში იქნება, მაშინ ერთი წელი სრული გაუგებრობა გვექნება. ასე რომ, არცერთ ვარიანტში ეს ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება. შანსი არ არის, რომ „ოცნება" პროპორციულ არჩევნებს დასთანხმდეს და როგორც ჩანს დათმობას არც ოპოზიცია აპირებს", - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

“პროცესებში უნდა ჩაერიოს საერთაშორისო საზოგადოება” - რა ტაქტიკა აქვს ოპოზიციას

"ხელისუფლების ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს იყო მშვიდობიანი აქცია და დაშლის დროს ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე პარალმენტის წინ აქციის დაშლას. "ხელისუფლბამ უზნეობა ჩაიდინა და თავის დანაპირები არ შეასრულა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პროექტი ჩააგდო. ეს დაპირება მან მისცა, როგორც ქართულ საზოგადოებას ისე საერთშორისო თანამეგობრობას. ამით ხელისუფლებამ არა ოპოზიციას, არამედ ქვეყნას შეუქმნა დიდი პრობლემები”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “პროცესებში უნდა ჩაერიოს საერთაშორისო საზოგადოება” - რა ტაქტიკა აქვს ოპოზიციას

"რაც შეეხება თავად აქციის დაშლას, ხელისუფლების ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს იყო მშივდობიანი აქცია და დაშლის დროს ადგილი ჰქონდ ძალის გადამეტებას. "როცა ეს ხელისუფლება ოპოზიციაში იყო სამი თვის განმალობაში პიკეტირებული იყო პარლამენტი, პრეზიდენტის სასახლე და ა.შ. გრეჩიხასთვის შეიძლებოდა, ქუჩების გდაკეტვა, შენობების პიკეტირება. ამ ხალხისთვის, რომელებიც თავის უფლებებს იცავდნენ არა? ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუთლება ორმაგ სტანდარტს ასრულებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"საპროტეტსო ტალღა არ გაჩერდება, შეიძლება ქუჩები არ გადაკეტონ, მაგრამ ოპოზიციის ლიდერები სხვაგან ჩაატარებენ საპროტესტო აქციებს და შეძლებენ ხალხის მობილიზებას. "ჩემი აზრით, საჭიროა ამ პროცესებში ჩაერიოს საერთაშორისო საზოგადოება, ორივე მხარემ მოილაპარკოს, მაგრამ პირველ რიგში ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე" - განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა