გიორგი ვაშაძე - მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბოქლომები კი არ უნდა გაჭრათ, არამედ გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები არის ხალხის ხელში

მინდა მივმართო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ბოქლომები კი არ უნდა გაჭრათ, არამედ გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები არის სწორედ ხალხის ხელში, რომელიც თქვენგან პროპორციული არჩევნების ჩატარებას ითხოვს, - ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართება, სადაც ისინი სამოქმედო გეგმებს განიხილავენ.

„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გუშინდელი აქციის ყველა მონაწილეს. ის, რომ აქცია მშვიდობიანად დასრულდა, აქცია არის ჩვენი ერთობლივი მუშაობის დამსახურება. მშვიდობიანი, არაძალადობრივი საპროტესტო აქცია მოქმედებაშია და ვაგრძელებთ მოქმედებას. მინდა ყველა ოპოზიციურ პარტიას ვუთხრა, რომ ჩვენი ერთიანობა არის იმის განმაპირობებელი, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. აქვე მინდა მივმართო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ბოქლომები კი არ უნდა გაჭრათ, არამედ გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები არის სწორედ ხალხის ხელში, რომელიც თქვენგან ითხოვს იმას, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში. დღეს გვექნება ყველა ოპოზიციური პარტიის შეკრება, სადაც გვექნება სამოქმედო გეგმა, ჩვენ მივდივართ ჩვენი გეგმით - ეს არის მშვიდობიანი, საპროტესტო არაძალადობრივი მოქმედებები გამარჯვებისათვის და აუცილებლად ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენ მხარეს არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროტესტი საზოგადოებაში ძალიან მაღალია. ამ პროტესტს აქვს სხვადასხვა გამოხატვის ფორმები, მაგრამ ჩვენ მივდივართ მშვიდობიანი გზით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი IRI-ის კვლევებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პროპორციული არჩევნების ჩატარების მომხრე მოსახლეობის 78% -ია და ხელისუფლებას სწორედ ამის ეშინია.

„მინდა მივმართო პირადად ბიძინა ივანიშვილს - ეს არ გაჩერდება, ეს პროცესი არის შეუქცევადი და ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო იმართებოდეს ავტორიტარების მიერ, არ გვინდა, რომ საქართველო იყოს არადემოკრატიული ქვეყანა. კვლევებმაც აჩვენა, მოსახლეობის 78% მხარს უჭერს იმას, რომ საქართველოში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები. სწორედ ამის გეშინიათ თქვენ, თქვენ არ გინდათ პროპორციული არჩევნები, რადგან ებღაუჭებით ხელისუფლებას. თქვენ არ გსურთ ხალხის აზრი იყოს გამოხატული. ეს არც ერთ შემთხვევაში არ გამოგივათ და მოგიწევთ აუცილებლად უპასუხოთ ხალხს, პასუხი გასცეთ თითოეულ ადამიანს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა