გია ხუხაშვილი - ინიციატივას მხარს უჭერდა ხელისუფლება, ოპოზიცია, საპატრიარქო, ემინემიც - გამოგვიცხადეს, რომ ბერაიას გადარწმუნება ივანიშვილმა ვერ შეძლო

ხელისუფლებამ საკუთარი თავი გაიფორმა, როგორც შეშინებული გადამგდები, - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა Palitranews-ის გადაცემა Newsroom-ში გააკეთა. ექსპერტის თქმით, ამ ვითარებაში, კარგი კოორდინაციის შემთხვევაში ოპოზიციას შეუძლია, რომ მაჟორიტარული არჩევნებიც მოიგოს.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ თავისი პოლიტიკური რეპუტაცია დათმო და ამ რეპუტაციის სანაცვლოდ საკუთარი ინიციატივა ჩააგდო.

„პოლიტიკური რეპუტაციის ფასად, თავისივე ინიციატივა ჩააგდეს. ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერდა ხელისუფლება, ოპოზიცია, დასავლეთი, საპატრიარქო, ემინემიც მხარს უჭერდა, ვიღაც ადამიანმა მითხრა. ამ ვითარებაში, ადგნენ და ვირეშმაკული გეგმა მოიფიქრეს და გამოგვიცხადეს, რომ ბერაიას გადარწმუნება ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეცადა და ასეთი ისტორია მოუწყვეს მთელ ქვეყანას და მის პერსპექტივას, იმიტომ, რომ მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანაა პოლიტიკური სივრცის გახსნა. პოლიტიკური სივრცე არ გაიხსნება, ისევ უნდა დავტოვოთ ჩვენ ეს ორპოლუსიანი ნარატივი ანუ ვარ მე კეთილი ძალა და ბოროტი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ვინც ჩემთან არ არის, არის მტერი ანუ „ნაციონალური მოძრაობა“. ამ სქემით უნდათ ისევ ფონს გასვლა. სხვა არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი მათ არ აქვთ. აღარც რეპუტაციაზე და არაფერზე არ ფიქრობენ, აქვთ ეტყობა პანიკური შიში ძალაუფლების დაკარგვის და ნებისმიერ რაღაცაზე წამსვლელები არიან“, - განმარტა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლებამ თქვა, რომ ჩემს სიტყვას ფასი არ აქვს, მე შემიძლია დილას შეგპირდე და საღამოს გადაგაგდოო.

„ხელისუფლება დღემდე თავის რეიტინგს ხომ არ ითვლიდა, ითვლიდა სხვების რეიტინგს. დანარჩენი რაც არის, არის სამობილიზაციო რესურსი, რომელსაც ვიყიდი, შევაშინებ და მოვიყვან, მაგრამ მაღალმა ანტირეიტინგმა დაანახა, რომ პოლიტიკური არჩევანის არმქონე ადამიანების მოყვანა, როგორც ამომრჩევლის, უკვე ძალიან გართულდა, აქ დაპანიკდა. ანუ ანტირეიტინგი მათთვის იყო ბევრად უფრო სერიოზული დარტყმა, ვიდრე ის 23%. ანტირეიტინგში არის სამი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის ხელმძღვანელი - პრემიერ- მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არის დელეგიტიმიზირებული, მას აღარ აქვს ლეგიტიმაცია ქართულ საზოგადოებაში“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა