ცხინვალში დაკავებული ექიმის შვილი - ვაჟა გაფრინდაშვილი აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და მკურნალობდა ყველას, მათ შორის რუს მფრინავებს

დე-ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და მკურნალობდა ყველას განურჩევლად ეროვნებისა.

„სხვათა შორის, ის ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ. შემდეგ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, მათი საზღვარგარეთ გადაყვანა განხორციელდა“,-აცხადებს ირინა გაფრინდაშვილი.

საკითხთან დაკავშირებით, „ინტერპრესნიუსი“ თავდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს არც სამხედრო ჰოსპიტალში და არც თავდაცვის უწყებაში არ უმუშავია.

ცნობისთვის, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს წერს, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს.

შეგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა