თამარ ხულორდავამ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტი დაცალა

თამარ ხულორდავამ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტი დაცალა.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურვილი აქვს მომავალშიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში განაგრძოს მუშაობა. მან წარმატებები უსურვა კომიტეტის მომავალ თავმჯდომარეს.

რაც შეეხება „ქართული ოცნებიდან“ მასთან ერთად წასულ სხვა დეპუტატებს, თამარ ხულორდავა ამბობს, რომ კონსულტაციები იმართება.

"დიდ ნაწილს მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ დავრჩეთ პარლამენტში იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც მიღებული გვაქვს 2016 წლის არჩევნების შემდეგ. თუ შესაძლებლობა გვექნება, რომ უფრო ორგანიზებული სახით და ფრაქციის სახით ვიყოთ წარმოდგენილები,ეს რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციებს გააძლიერებს," - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა