შოთა დიღმელაშვილი - ორშაბათს,  19:00 საათზე,  აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი - სამშაბათს  სესია არ შედგება

ორშაბათს, 19:00 საათზე, აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს დაშალო,-ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დიღმელაშვილი მასშტაბურ აქციებს და პიკეტირების გაგრძელებას აანონსებს.

„მინდა ჩვენს მოთხოვნებში მეტი სიცხადე შევიტანო. ჩვენ ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები გარდაუვალი აუცილებლობაა ამ ქვეყნისთვის, რომელსაც არ დავთმობთ. ვინაიდან ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ხალხი აღარ დაგრჩათ, ჩვენვე შემოგთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც აბსოლიტურად ზის კონსტიტუციაში.

ჩვენ პროპორციულ არჩევნებს აუცილებლად უზრუნველვყოფთ. ხომ დაგვშალეთ გუშინ , ორშაბათს აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს დაშალო. ყოველ კვირას აქ იქნება პიკეტი, სამშაბათს სესია არ შედგება და თუ დეპუტატებს მოუნდებათ იქ შესვლა, ჯერ ქართველი პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და უნდა გაგვწიონ ჩვენ ყველა. ყოველ კვირას სიცოცხლეს გაგიმწარებთ“,-განაცხადა დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, შეიძლება გუშინ აქციის მონაწილეები არ იყვნენ გამარჯვებულები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი იყო დამარცხებული და სხვა ყველაფერთან ერთად გუშინდელ დღესაც არ აპატიებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა