რომან კაკულია ადასტურებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა  განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია ადასტურებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რომან კაკულიამ განუცხადა.

ამასთან, როგორც კაკულიამ აღნიშნა, მასთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის პოსტზე სხვა კანდიდატურებიც განიხილებიან. მისი თქმით, მმართველ გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.

კაკულიას თქმით, ამ სფეროში შესაბამისი გამოცდილება აქვს.

„კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს ამ თემაზე, ჩემთვის ეს უცხო სფერო ნამდვილად არ არის. მთელი ჩემი სახელმწიფო, სამსახურეობრივი კარიერა ევროკავშირთან დაკავშირებულ საქმიანობას უკავშირდება, თუმცა არსებობობენ სხვა კანდიდატურებიც და გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რომან კაკულიამ „ინტეპრენისუსთან“.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს