ბერლინში გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი მოკლეს

ბერლინში გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის რიჩარდ ფონ ვაიცეკერის შვილი ფრიც ფონ ვაიცეკერი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 59 წლის ფრიც ფონ ვაიცეკერს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მაშინ მიაყენეს, როდესაც ის ბერლინის ერთ-ერთ ჰოსპიტალში ლექციას ატარებდა.

პოლიციამ თავდამსხმელი მკვლელობიდან ცოტა ხანში ხალხის დახმარებით დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცავებმა მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

ფრიც ფონ ვაიცეკერს სამედიცინო სფეროში მრავალწლიანი წარმატებული კარიერა ჰქონდა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ფრაიბურგის, ბოსტონის და ციურიხის კლინიკებში. 2015 წლიდან კი გასტროენტეროლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა იმ კლინიკაში, სადაც მკვლელობა მოხდა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ