ანატოლი ბიბილოვი - წნელისში განთავსებული ქართული საგუშაგო არის ეკალი, რომელიც მთელს რესპუბლიკას ტკივილს აყენებს

წნელისში განთავსებული ქართული საგუშაგო არის ეკალი, რომელიც მთელს რესპუბლიკას აყენებს ტკივილს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ოსური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დე-ფაქტო „პრეზიდენტმა“ მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ „მხარეებმა საზღვარზე არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად გამოსავალი ვერ მოძებნეს.“

ანატოლი ბიბილოვის მტკიცებით, „უკანონოდ განთავსებული ქართული საგუშაგოს მოშლა ყველა განხილულ პრობლემას მოაგვარებს.“

„თქვენ ჩვენგან ითხოვთ იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებთან დაკავშირებითაც სამხრეთ ოსეთს არაფრის გაკეთება შეუძლია. ამ სიტუაციის მოგვარების ერთადერთი გზა არის მოგმართოთ თქვენ, დაგვეხმაროთ და დაარწმუნოთ საქართველო, რომ პროვოკაციული ქმედებები არ ჩაიდინოს,“ - მიმართა ბიბილოვმა თანათავმჯდომარეებს.

მისივე თქმით, ჟენევის დისკუსიების თითქმის ყოველი რაუნდის წინ საქართველო სხვადასხვა პროვოკაციას ახორციელებს.

„ამჯერად საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის იმ ადამიანის მხრიდან, რომელმაც თავად აღიარა სახელმწიფო საზღვრის მიზანმიმართულად დარღვევის ფაქტი, რაც სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ქართული პოლიტიკის გაგრძელებაა,“ - განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, დროა ქართველმა მხარემ აღიაროს, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეგახსენებთ, ჟენევის თანათავმჯდომარეები ცხინვალში დე-ფაქტო „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვსა და მის წარმომადგენელს მურატ ჯიოევს შეხვდნენ. დეკემბერში დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მოსამზადებელ შეხვედრაზე საუბარი ჩორჩანა-წნელისთან განვითარებულ მოვლენებს, ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებს და უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ეხებოდა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა