გიგა ბოკერია - დღეს გაირკვა, რომ ფორმალურადაც მოხდება პარლამენტში იმ „ამბოხებული“ დეპუტატების დაწინაურება, რომელთაც ასე „გული დაწყვიტეს“ პარტიის თავმჯდომარეს

ირკვევა, რომ ვინც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის უმნიშვნელოვანეს პოზიციას, მათი ნაწილი უმრავლესობიდან წავიდა, ხოლო ვინც „გული დაწყვიტა“ ამ დიად ადამიანს, ეს ხალხი ფორმალურადაც დაწინაურდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განცხადა.

მისი თქმით, დეპუტატები, ვინც ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა „უფრო დაამცირა ივანიშვილმა, ვიდრე ისინი, ვისაც მისი სურვილი შეასრულებინა და ხმა არ მიაცემინა“.

„დღეს გაირკვა, რომ ფორმალურადაც მოხდება დაწინაურება პარლამენტში იმ „ამბოხებული“ დეპუტატების, რომელთაც ასე „გული დაწყვიტეს“ პარტიის თავმჯდომარეს. შეგახსენებთ, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რომ მიეღო პარლამენტს, ბატონი ივანიშვილი, მათი თქმით, უჭერდა მხარს და ეს იყო დიდი კონსენსუსის საგანი. როგორც უთხრა საზოგადოებას ივანიშვილმა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარო და ახლა ირკვევა, რომ ვინც მხარი დაუჭირა პარტიის თავმჯდომარის უმნიშვნელოვანეს პოზიციას, მათი ნაწილი უმრავლესობიდან წავიდა, თანამდებობა დაკარგა, ხოლო ვინც ეს ჩაუგდო, ვინც „გული დაწყვიტა“ ამ დიად ადამიანს, ეს ხალხი ფორმალურადაც დაწინაურდება. აქაც ღიად, საზოგადოებას გვეუბნებიან, რომ ფეხებზე გვკიდია თქვენი საღი აზრი და ისე მოვიქცევით, როგორც ჩვენ გვინდაო. ამიტომ არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ვინც ივანიშვილის მთავარი დავალება შეასრულა, იქნება პერსონალური პოლიტიკური სამიზნეები საზოგადოებისთვის და ამ გადაწვეტილებას თავისი პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა მარტო, ვერასდროს ჩამოირეცხავენ.

ასევე მინდა შევეხო იმ ადამიანებს, რომლებმაც ფორმალურად ხმა მისცეს ამ კანონპროექტს, ეს როლი ჰქონდათ ივანიშვილისგან განაწილებული და არ იცოდნენ, ან ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ დღეს აგრძელებენ ამ რეჟიმის სამსახურში ყოფნას და ჩანს, რომ თავის გზავნილებში არიან ერთ სულ და ერთ ხორც იმ „ამბოხებულებთან“. ეს ხალხი არაფრით განსხვავდება მათგან, ვინც ფორმალურად კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, იმიტომ რომ, მნიშვნელობა არ აქვს მათ რა როლი გაუნაწილა ივანიშვილმა, ისინი ახალ როლს თამაშობენ, რაც სჭირდება მათ მამას და მარჩენალს. თუ დამცირებაზეა საუბარი, ის ხალხი - თალაკვაძე, მდინარაძე, უფრო დაამცირა ივანიშვილმა, ვიდრე ისინი, ვისაც მისი სურვილი შეასრულებინა და ხმა არ მიაცემინა.

რაც შეეხება ხალხს, ვინც გავიდა უმრავლესობიდან. მე მესმის, აქ მინიმალური პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხი იყო და ერთი შეხედვითაც კი ჩემთვის გასაგებია, რომ ყველაფრის შემდეგ ისინი გავიდნენ უმრავლესობიდან, როგორი მიუღებელიც არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის მათი კარიერა იქამდე. რეალურად ეს ივანიშვილისთვის ხელის შეწყობაა, რადგან იქ შემოვა მეორე დეპუტატი, რომელიც გააგრძელებს ივანიშვილის გზას“- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, თამარ ჩუგოშვილი ცდება, თუ აქვს მოლოდინი, რომ ახალი ფრაქციის დაფუძნებით ნორმალური პროცესების ილუზიას შექმნის.

„როგორც მოვისმინე ჩუგოშვილის განცხადება, ამბობს - ჩვენ ფრაქციას შევქმნით და იქნება ნორმალური პოლიტიკური პროცესიო. თუ ჩუგოშვილს აქვს ილუზია, ან მის ყოფილ უფროსს ბიძინა ივანიშვილს, რომ ამით შექმნიან „ნორმალურობის“ ილუზიას, თითქოს არაფერი ისეთი არ მომხდარა, ძალიან ცდებიან. ამ მცდელობით დაადასტურებენ, რომ კი დაამცირა ისინი ივანიშვილმა, კი გავიდნენ უმრავლესობიდან, მაგრამ ივანიშვილის ამ პოლიტიკურ მონების რიგში რჩებიან, იმედია ეს ასე არ იქნება. მათ შეუძლიათ ამის დემონსტრირება მარტივად განცხადებებით ე.წ. გერმანული მოდელთან დაკავშირებით“,- განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა