„თიბისი ბანკი“ მომხმარებელს თანხის QR  კოდით განაღდების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს

პირველად საქართველოში, „თიბისის“ ბანკომატებიდან თანხის განაღდება უკვე ბარათის გარეშე, QR კოდით არის შესაძლებელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის. თანხის QR კოდით განაღდება არსებულ პროცესთან შედარებით გაცილებით სწრაფი და მარტივია, (20 წამზე ნაკლები) რაც კიდევ უფრო დაზოგავს მომხმარებლის დროს.

მომსახურებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თიბისის მობაილბანკში, ზედა მარჯვენა კუთხეში QR კოდის სიმბოლოს უნდა დააჭიროს და სასურველი რაოდენობის თანხა აპლიკაციაშივე მიუთითოს.

QR კოდით თანხის განაღდება სრულიად უსაფრთხო და დაცულია. მომხმარებლის იდენტიფიკაცია ბიომეტრიულად - თითის/სახის ანაბეჭდით ან მობაილბანკში შესვლის სხვა მეთოდებით ხორციელდება. განაღდების ერთჯერადი ლიმიტი 1 000 ლარს შეადგენს, დღის ლიმიტი კი - 3000 ლარს.

„თიბისი“ მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს ისეთი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. მოხარული ვართ, რომ დღეიდან თანხის ბანკომატიდან განაღდება კიდევ უფრო სწრაფად, ბარათის გამოყენების გარეშე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა „თიბისის“ გადახდების განვითარების ლიგის უფროსმა, ვაჟა ბერიაშვილმა.

ინოვაციური სერვისით სარგებლობას უახლოეს მომავალში ანდროიდის მომხმარებლებთან ერთად, IOS-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო