სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი - იმედს ვიტოვებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხდება

კვლავაც იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს დღეებში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მოხდება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ყველა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურასთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

„ჩართულია ყველა ის ფორმალური თუ არაფორმალური არხი, რომლის დასახელებისაგან, გარკვეული მიზეზების გამო, თავს შევიკავებ. თუმცა მუშაობას ვაგრძელებთ და კვლავაც იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს დღეებში მისი გათავისუფლება და მისი კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მოხდება.

მაქსიმალური ინტენსივობით ინფორმირებულია ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა შესაბამისი პირი, ვინც ამ საქმეში შეიძლება ჩართული იყოს. ინტენსიური კავშირი გვაქვს ოჯახთან. ამ დროისათვის ბატონი ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა