„რადიო თავისუფლება“ - ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა

ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე ადვოკატი ვაჟა გაფრინდაშვილისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით დაკავებული ექიმის ოჯახმა დაიქირავა.

ადვოკატის თქმით, საქმეში გუშინდელი დღიდან ჩაერთო და ამ დროში საქმის გაცნობა ვერ მოასწრო. დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი ერთადერთი იმას ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს.

„შევხვდი. ვაჟა თავს კარგად გრძნობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ ეკლესიაში სალოცავად უნდოდა მისვლა. მეტი არაფერი. ყველას მოკითხვას უთვლის, მეუღლეს, ყველა ნაცნობს. ყველაფერი კარგადაა, სიმართლე იზეიმებს“, - აცხადებს ადვოკატი.

ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში ამბობს იმასაც, რომ ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც შეიძლება მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაეკისროს, ეს არის 2-წლამდე პატიმრობა, ჯარიმა ან "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო რესპუბლიკიდან დეპორტაცია.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
„რადიო თავისუფლება“ - ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა

ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე ადვოკატი ვაჟა გაფრინდაშვილისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით დაკავებული ექიმის ოჯახმა დაიქირავა.

ადვოკატის თქმით, საქმეში გუშინდელი დღიდან ჩაერთო და ამ დროში საქმის გაცნობა ვერ მოასწრო. დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი ერთადერთი იმას ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს.

„შევხვდი. ვაჟა თავს კარგად გრძნობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ ეკლესიაში სალოცავად უნდოდა მისვლა. მეტი არაფერი. ყველას მოკითხვას უთვლის, მეუღლეს, ყველა ნაცნობს. ყველაფერი კარგადაა, სიმართლე იზეიმებს“, - აცხადებს ადვოკატი.

ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში ამბობს იმასაც, რომ ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც შეიძლება მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაეკისროს, ეს არის 2-წლამდე პატიმრობა, ჯარიმა ან "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო რესპუბლიკიდან დეპორტაცია.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს