ნიკა გვარამია გიორგი რურუას საქმეზე - ეს ყველაფერი არის მზადება სხვა დანაშაულების დაბრალებისთვის, რომლებშიც იარაღი უნდა ფიგურირებდეს

ეს ყველაფერი არის მზადება სხვა დანაშაულების დაბრალებისთვის, რომლებშიც იარაღი უნდა ფიგურირებდეს, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამავე არხის ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას. ნიკა გვარამია განვითარებულ მოვლენებს სწორედ "მთავარ არხს " უკავშირებს.

მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ გიორგი რურუას სხვა დანაშაულებიც დაბრალდეს, მაგალითად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ამავე იარაღით. "

ვგეგმავთ აღკვეთი ღონისძიების გასაჩივრებას, მაგრამ მგონია, რომ აზრი არ აქვს, არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები, არ არსებობს ჩადებული იარაღიც კი, ისიც მოგონილია სამმართველოში მოგვიანებით. მრავალწლიანი პატიმრობა ბიძინა ივანიშვილს - სხვანაირი მეტი კარგი დასასრული ქვეყანას არ აქვს. ცუდი კი რამდენიც გინდათ. გიორგი რურუა არ აძლევდა სამართალდამცველებს დნმ-ის აღების საშუალებას, ითხოვდა ამის გაკეთებას ადვოკატის მეშვეობით, ადვოკატი კი ექვს საათამდე არ მისცეს და ძალით ჩაატარეს ეს პროცედურა. მე ველოდები, რომ ამას ყველაფერს გაგრძელება ჰქონდეს და ველოდები, რომ გიორგი რურუას კიდევ რამე დანაშაულები დააბრალონ, მაგალითად, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა რეგისტრირებული 49 იარაღით, როგორც ჩანს ეს ყველაფერი არის მზადება სხვა დანაშაულების დაბრალებისთვის, რომლებშიც იარაღი უნდა ფიგურირებდეს. კითხვა ხომ არ გიჩნდებათ, ბიძინა ივანიშვილს ვინმე მსროლელი რაში უნდა სჭირდებოდეს, მით უმეტეს დაკავშირებული კრიტიკულ ტელევიზიასთან?!" -განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა