ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მიერ გავრცელებულ ღია წერილს პასუხობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კლინიკების მიერ გავრცელებულ ღია წერილს ეხმაურება, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს ეხება.

სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ღია წერილში აღწერილი რისკების დიდი ნაწილი საფუძველს მოკლებულია ან ვერ აჭარბებს იმ სარგებელს, რაც რეფორმის შედეგად მოსალოდნელია მოქალაქის ინტერესების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კეთილდღეობისა და ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯებისგან დაცვის კუთხით.

„სამინისტრო აფასებს დაინტერესებული მხარეების ინტერესს და მზაობას რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობის თაობაზე. სამინისტროსთვის განსაკუთრებით საინტერესოა პროფესიული საზოგადოების მიერ რეფორმასთან დაკავშირებული რისკების მათეული ხედვის გაზიარება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კლინიკების მხრიდან გაჟღერებული ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია კომუნიკაციის ნაკლებობას ეხებოდა, რაზეც სამინისტრომ განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე თვეა მინისტრის ინიციატივით შექმნილია საკომუნიკაციო პლატფორმა, რომლის ფარგლებში სამინისტროს მაღალი თანამდებობების პირები ღია ფორმატში აწარმოებენ შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ პირთან.

„აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში 4 თვის მანძილზე 32 შეხვედრა გაიმართა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. მათ შორის 6 შეხვედრა ჩატარდა ჰოსპიტალურ სექტორთან უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო მეტი შეხვედრა გაიმართა მინისტრის მოადგილეების მიერ. აღნიშნულ ფორმატში ჰოსპიტალების ხელმძღვანელებს და სხვა წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა ღიად ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთხელ გამოითქვა მინისტრთან და მოადგილეებთან, კონკრეტული პირების მიერ ინდივიდუალური შეხვედრების გამართვის სურვილი, რაზეც მათ უარი ეთქვათ, რამდენადაც ეს ფორმატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამინისტროში დადგენილ კომუნიკაციის პრინციპს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი კლინიკების მიერ გავრცელებულ ღია წერილზე, შეგიძლიათ სრულად ნახოთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/ka/news/4796/?fbclid=IwAR1NUXFXf3GEsPnKP_FzjrTesvG5LUeL0yQQHjcr6B4Qo3G-2jXp13ZOFt0

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს ახალ სატარიფო პოლიტიკას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ უწყებამ ახალი ტარიფები ისე დაადგინა, რომ კლინიკებს არ შეთანხმებია.

სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა დღეიდან ამოქმედდება. რეგულაცია შეეხება კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას. ახალი წესები იმ კლინიკებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა