კონსტანტინე ჟღენტმა ქუვეითის ემირს რწმუნებათა სიგელი გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითის სახელმწიფოში კონსტანტინე ჟღენტმა ქუვეითის ემირს, შეიხ საბაჰ ალ აჰმად ალ ჯაბერ ალ საბაჰს რწმუნებათა სიგელი გადასცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, რწმუნებათა გადაცემის საზეიმო ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ემირმა აღნიშნა, რომ ქუვეითი ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს აფასებს და ქუვეითსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას მიესალმება.

საქართველოს ელჩმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ქუვეითის ემირს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ქუვეითის ემირმა საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს