„სპუტნიკ ოსეტია“ - ევროპარლამენტის წევრის განცხადებით,  სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამას ევროპის ყველა ჯანსაღი ძალა აღიქვამს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ მედიის ცნობით, „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დიმიტრი მედოევმა ბრიუსელში ევროპარლამენტარ ტატიანა ჟდანოკთან შეხვედრა გამართა. ტატიანა ჟდანოკი, ევროპარლამენტში მწვანეთა ფრაქციის და ევროპის თავისუფალი ალიანსის წევრია.

გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტის ლატვიელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ ევროპის ყველა ჯანსაღი ძალის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიქმება.

„თავის დროზე ჩვენ მკაცრად დავგმეთ ჯერ პრეზიდენტ გამსახურდიას, შემდეგ შევარდნაძის ხელმძღვანელობით საქართველოს სახელმწიფო საბჭოს და სააკაშვილის სამხედრო აგრესია 2008 წელს. დღეს სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამას ევროპის ყველა ჯანსაღი ძალა აღიქვამს“,-ციტირებს „სპუტნიკ ოსეტია“ ტატიანა ჟდანოკის განცხადებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა