Amnesty International-ი - რუსეთმა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ  ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს

საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაცია Amnesty International-ი ოკუპირებულ ახალგორში ქართველი ექიმის უკანონო დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთმა, ისევე როგორც დე ფაქტო მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

ორგანიზაციის ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად დაკავებული შოთა ბიძინაშვილი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს, არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

„ორივე მხარემ, რუსეთმა და დე-ფაქტო მთავრობამ უნდა უზურუნველყოს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება და აუნაზღაუროს ზიანი, რაც მას მიაყენეს. მათ აგრეთვე უნდა უზრუნველყონ, რომ არავინ დაექვემდებაროს წამებასა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობას მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე“, - ნათქვამია Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო