ქეთევან ციხელაშვილი - მთავარ პრიორიტეტს ექიმის გათავისუფლება წარმოადგენს და ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა არც ერთი წუთით არ დუნდება

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება და ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება და მისი უპირობოდ გათავისუფლების აუცილებლობა იყო. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამისათვის მუშაობა არაერთი არხით მიმდინარეობს, მათ შორის პროცესში ჩართულნი არიან პარტნიორები.

უწყების ცნობითვე, კიდევ ერთი მთავარი თემა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა და ამით გამოწვეული მძიმე შედეგები იყო. მხარეებმა ისაუბრეს იმ რთულ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ვითარებაზე, რომელში ცხოვრებაც მოსახლეობას გადაადგილების შეზღუდვის გამო უწევს. ხაზი გაუსვეს ე.წ. პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნის მნიშვნელობას, რაც განსაკუთრებით საჭიროა ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომისათვის.

„ბატონი ტოივო კლაარი რამდენიმე დღის წინ, ცხინვალში იმყოფებოდა, ამაზე დეტალური საუბარი გვქონდა. თუმცა, ეს ერთადერთი საკითხი არ იყო. ასევე ვისაუბრეთ ახალგორის მიმართულებით ერთდერთი ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვაზე, რაც ძალიან კრიტიკული ჰუმანიტარული თემა გახლავთ და რაც მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

საქართველოს ხელისუფლებისა და პარტნიორებისათვის აბსოლუტურ პრიორიტეტს, რა თქმა უნდა, ექიმის გათავისუფლება წარმოადგენს და ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა არც ერთი წუთით არ დუნდება. ძალიან რთულ და კომპლექსურ გარემოში ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავარი ამოცანაა დაკავებული ექიმი გათავისუფლდეს. ეს ერთ-ერთი მძიმე შემთხვევაა იმ უკანონო დაკავებების სერიებს შორის, რომელთაც ეს რეჟიმი წლების განმავლობაში ახორციელებს,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ძალისხმევასაც, რომელსაც ევროკავშირი და მისი სპეციალური წარმომადგენელი დაკავებული ექიმის გათავისუფლებისა და ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის მისაღწევად გააგრძელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა