ვახტანგ შაქარიშვილი - დღევანდელი „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ჯოხის ორი ბოლოა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ჯოხის ორი ბოლოა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარტია „ქართული ოცნება“ პარაზიტ პოლიტიკურ ორგანიზმად და ორგანიზაციად გადაიქცა, რომელიც მორალურად გახრწნილი პარტია „ნაციონალური მოძრაობით“ იკვებება და ცოცხლობს.

მისივე თქმით, დიდ ხანს შექმნილი სტატუსკვოს შენარჩუნება შეუძლებელია და საზოგადოება ტყვეობიდან დასახსნელია.

„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ველზე დატოვება იმ არაადეკვატური პროპორციით, რაც არის დღეს - შეუძლებელია. „ქართულ ოცნებას“ აღარ, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი უკვე დიდი ხანია აღარ აქვს ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, რომლებმაც საკუთარი უნიჭო სცენარის განხორციელებით შეურაცხყოფა მოგვაყენა ყველას. ქვეყანაში უკიდურესად პოლარიზებული გარემოა და „ქართული ოცნების“ გარიგებების და უუნარობის გამო ხალხი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, რადგან ერთი მხრივ ჩვენ გვყავს ნდობა დაკარგული და ლეგიტიმაცია დასუსტებული „ქართული ოცნება“ და მისი მაშველი რგოლი მორალურად გახრწნილი „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა