გალში მცხოვრებთა ინფორმაციით, სოხუმში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ენგურის ხიდი ჩაიკეტა - საოკუპაციო რეჟიმი უკანონო შეზღუდვების დაწესებას არ ადასტურებს

გალში მცხოვრებთა ინფორმაციით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ჩაიკეტა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, ხიდზე მომოსვლა ორი საათის წინ აიკრძალა.

"ორი საათის წინ გადაკეტილი იყო. ჩემმა ოჯახის წევრებმა გადასვლა ვერ შეძლეს. როგორც ამბობენ, ხიდის ჩაკეტვა სოხუმში მკველობას უკავშირდება",- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-იდან აცნობეს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზზე უკანონო შეზღუდვების დაწესება ცხელი ხაზის მეშვეობით არ დაადასტურეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო